ტოპოგრაფიული აგეგმვა
იერსახე
ტოპოგრაფიული აგეგმვა — სამუშაოების კომპლექსი, რომელიც მიზნათ ისახავს ტოპოგრაფიული რუკის შედგენას, ადგილის დაგეგმარებასა და ტოპოგრაფიული ინფორმაციის მიღებას სხვა ფორმაში. აერთიანებს მიწისზედა და მიწისქვეშა კონსტრუქციებს.[1] აგეგმვის საბოლოო პროდუქტი არის ადგილის ტოპოგრაფიული გეგმა, რომელიც წარმოადგენს რელიეფის ადგილისა და სიტუაციის ელემენტების კარტოგრაფიულ გამოსახულებას. მიწისზედა აგეგმვა არის გეგმური, სიმაღლებრივი და კომბინირებული. GPS-ისა და GLONASS-ის გამოჩენამ შესამჩნევად შეამსუბუქა ტოპოგრაფიული აგეგმვითი სამუშაოების ჩატარება.
ტოპოგრაფიული გეგმის ძირითადი მახასიათებლებია:[2]
- მასშტაბი (1:100 - 1:1000)
- რელიეფის კვეთის სიმაღლე (0,10 მ; 0,25 მ; 0,50 მ; 1,00 მ; და ა.შ.)
- კოორდინატების სისტემა (ადგილობრივი, პირობითი და ა.შ.)
- სიმაღლეების სისტემა (ბალტიის, პირობითი)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. თევზაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 52-53.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ტოპოგრაფია - ტოპოგრაფიული აგეგმვა
- ↑ ტოპოგრაფია - ტოპოგრაფიული აგეგმვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 2012-10-14.